ლანჩხუთის რაიონში საბავშვო ბაღის შენობაში ჭერი ჩამოინგრა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დასრულდა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ფოთის თეატრის ჭერი - Sputnik საქართველო
ინციდენტი ფოთის თეატრში - ჩამონგრეულია ჭერის ფრაგმენტი

არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ერთ ოთახში ჭერი მთლიანადაა ჩამონგრეული. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანია „დამბამ" ბაღის სრული რეკონსტრუქცია 2017 წლის მიწურულს დაასრულა. სარემონტო სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 266 ათას ლარამდე გამოიყო.

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია სამუშაოების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ვალდებულია აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრას, რადგან საგარანტიო ვადები ჯერ დასრულებული არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0