ინციდენტი ფოთის თეატრში - ჩამონგრეულია ჭერის ფრაგმენტი

© FB / Poti Theatreფოთის თეატრის ჭერი
ფოთის თეატრის ჭერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2014 წელს დასრულდა

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა, იუწყება თეატრის Facebook-გვერდი.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე შეჩერდეს ფოთის თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარე სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.


ყველა ახალი ამბავი
0