გურიაში თხილის მოსავალი სოკოვანმა დაავადებებმა გააფუჭა

© photo: Sputnik / Sputnik / STRINGERთხილი
თხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევების შედეგების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს დაურიგებენ.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. გურიაში თხილის მოსავლის დიდი ნაწილის განადგურების მიზეზი სოკოვანი დაავადებებია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმეს.

თხილის ბაღი - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ქობულეთში - ფერმერები განადგურებული მოსავლისთვის კომპენსაციას ითხოვენ

სპეციალისტებმა თხილის მოსავალი ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ქიმიურად დამუშავებულ ბაღებში თხილის 84% საღი და ვარგისია. აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 3% გაანადგურა, სოკოვანმა დაავადებებმა კი 9%.

რაც შეეხება შეუწამლავ ბაღებს, იქ თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66% - სოკოვანი დაავადებებით არის დაზიანებული, 6% – აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა.

იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარა, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანების, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს.

ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილი ისეთი სოკოვანი დაავადებების შედეგად გაფუჭდა, როგორიაა ფომოფსისი, კიბო, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი.

კვლევების შედეგების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს დაურიგებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0