საპროტესტო აქცია ქობულეთში - ფერმერები განადგურებული მოსავლისთვის კომპენსაციას ითხოვენ

© Sputnik / STRINGERთხილის ბაღი
თხილის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან კომპენსაციასა და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყავროკაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქობულეთი – ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი განადგურებული თხილის მოსავალია. მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ აზიური ფაროსანას გასანადგურებლად, ეფექტური ზომები ვერ მიიღო, ამიტომ სახელმწიფოსგან კომპენსაციასა და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თხილის ცუდი მოსავლის გამო, აგროსესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.  მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში ისინი აქციებს განაგრძობენ.

აქციას ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ.

„საქსტატის“ ცნობით, თხილის ექსპორტი 2017 წელს წინა წელთან შედარებით, 97 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ახალი ან ხმელი თხილის ექსპორტმა 82,4 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი — 179,4 მილიონი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში შესაბამისად, 183,4 და 176,2 მილიონი ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა.


ყველა ახალი ამბავი
0