საქართველოს იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს

© photo: Sputnikეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან,  ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ. 

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
იაპონიაში ქართული ღვინო აზიურ კერძებთან ერთად დააგემოვნეს

ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წამოაყენა.

გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა.

„ეს უნიკალურ როლსა და ფუნქციას შესძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს“, — აღნიშნა მან. 

მარიამ გაბუნიას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე. 

ჰონკონგი - Sputnik საქართველო
საქართველო და ჰონგ-კონგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

„2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული,  ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ზოგადად ექსპორტი 29%-ით გაიზარდა. ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის,“ — აღნიშნა მარიამ გაბუნიამ. 

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან,  ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, ასევე თურქეთთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ივნისში მოეწერა და ის, სავარაუდოდ, ძალაში 2018 წლის ბოლომდე შევა.

აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევაც. მისი შედეგების საფუძველზე მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

გარდა ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმსაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0