კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები

გამოწერა
კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია დიდი ოდენობით ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები

უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად, არალეგალურად შემოტანას ცდილობდნენ.

საერთო ჯამში ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 57 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0