„გოგა პოტისკის" 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოწერა
საქართველოს მოქალაქე რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვის პრესნიას რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გუგუშვილს, ე.წ. კანონიერ ქურდ „გოგა პოტისკის" 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ციხე აშშ-ში - Sputnik საქართველო
ჩხუბი აშშ-ის ციხეში: ქართველი მოკრივე და რუსეთის მოქალაქე „კანონიერი ქურდი“ დაჭრეს

სასამართლომ განაჩენი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე გამოიტანა.

ინციდენტი 2013 წლის 8 ივნისს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, გუგუშვილსა და ადგილობრივ მეწარმეს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც „კანონიერმა ქურდმა" ბიზნესმენს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიზნესმენს გული ჰქონდა დაზიანებული, იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს. იგი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0