ფოთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კომაშია

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი დაშავებულიდან ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებული 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაბადის უბანში დღეს, გამთენიისას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ მამაკაცს შემთხვევით ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მათ გარდა, სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში გამვლელმა 16 წლის მოზარდმაც.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ფოთში ხელყუმბარის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილი იქნა მამაკაცი პოლიტრავმით - ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, საფეთქლისა და შუბლის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. პაციენტს უგრძელდება კვლევები. მისი მდგომარეობა ტერმინალური, კომატოზურია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე", – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დორექტორმა სულხან ორჟონიამ.

მეორე დაშავებული, 16 წლის მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოზარდი საავადმყოფოში ქალა-ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს, იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა.

მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0