ფოთში ხელყუმბარის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

CC BY 2.0 / Dean Strelau / Caution"არ გადაკვეთო!"
არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულთა შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ნაბადის უბანში დღეს, გამთენიისას მოხდა.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ინციდენტი ფოთში - 60 წლის ქალი დედას ფიზიკურად გაუსწორდა

წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ მამაკაცს ხელყუმბარა შემთხვევით აუფეთქდათ. ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მათ გარდა სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში გამვლელმა 16 წლის მოზარდმაც.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება") და 124-ე მუხლებით („ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით“) მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0