პოლიციელმა შეყვარებულის ყოფილი ქმარი მოკლა და 17 წლით პატიმრობა დაიმსახურა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასიყვარულო სამკუთხედი თბილისში ტრაგედიით დასრულდა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს თანამშრომელი თავისი სამოქალაქო ცოლის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, მკვლელობა მიმდინარე წლის 31 მაისს მოხდა. მსჯავრდებული მივიდა სახლში თავის სამოქალაქო ცოლთან, სადაც ასევე ქალის მცირეწლოვანი შვილი და მისი ყოფილი მეუღლე იმყოფებოდნენ.

საზარელი მკვლელობა თბილისში — პოლიცია სამ ადამიანს ეძებს >>

პოლიციელმა ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა ფიზიკურად გაუსწორდეს თავის სამოქალაქო ცოლს და მის ყოფილ მეუღლეს. თავდაპირველად მან ქალს ზურგის არეში ესროლა, შემდეგ მისი ყოფილი ქმრის მისამართით სამჯერ ისროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი მძიმე ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ყოფილ პროკურორს სამხედრო მოსამსახურის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა

სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული პოლიციელი, რომელიც დაზარალებულთან სამოქალაქო ქორწინებაში 2017 წლის იანვრიდან იმყოფებოდა, მასზე სისტემატურად ძალადობდა, სისტემატიურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მოკვლით ემუქრებოდა.

მიმდინარე წლის აპრილში ქალმა სამოქალაქო მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა, რაზეც პოლიციელმა მას განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს  წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. 

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა სსკ-ის 126-ე  და 109-ე მუხლებით — ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით;  განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0