ყოფილ პროკურორს სამხედრო მოსამსახურის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პროკურორი გივი შენგელია, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილი აღმოჩნდა, მეგობართან მისვლის შემდეგ მის მეუღლეს, სამხედრო მოსამსახურე გიორგი მეტრეველს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკურად გაუსწორდა

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ყოფილ პროკურორ გივი შენგელიას წყალტუბოში სამხედრო მოსამსახურის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ყოფილი პროკურორი გივი შენგელია, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილი აღმოჩნდა, მეგობართან მისვლის შემდეგ მის მეუღლეს, სამხედრო მოსამსახურე გიორგი მეტრეველს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ჩხუბისთავი პროკურორი მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილი აღმოჩნდა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ.-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ.-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ.-მ, მოქალაქე  თ.გ.-ს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა“, — აღნიშნულია პროკურატურის ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, ყოფილ პროკურორ გივი შენგელიას მოქალაქე გიორგი მეტრეველის ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი საქართველოს  პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარედგინა.

გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გივი შენგელიას მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, დაჭრა და გატაცება — დაკავებულია ერთი პირი >>

„მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან“, — ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე.

ბრალდების მხარე გივი შენგელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0