ჩხუბისთავი პროკურორი მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილი აღმოჩნდა

© Sputnik / Denis Aslanovპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორის მეუღლე მიიჩნევს, რომ მისი ქმარი არც ისე მაღალ თანამდებობაზეა, როგორც ეს მინისტრის ნათესავს შეეფერება

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. პროკურორი გივი შენგელია, რომელიც წყალტუბოში სამხედრო მოსამსახურეს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პროკურატურის მონაცემებით, მამაკაცებს შორის მოხდა კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც პროკურორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. საქმის გამოძიების დასრულებამდე შენგელია დაკავებული თანამდებობიდან ჩამოაშორეს. საქმეს პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.

უდისციპლინობა ქართულ ჯარში თუ დაუსაბუთებელი ბრალდება >>

„ბატონი გივი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მე ვფლობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც ავრცელებს ქვეყნის მთავარი პროკურატურა, შესაბამისად სრულ ნდობას ვუცხადებ გამოძიებას და ველოდებით გამოძიების შედეგს“, — აცხადებს Rustavi2-თან ინტერვიუში პროკურორის ძმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მინისტრის მხრიდან რაიმე მფარველობის ფაქტს სამხედროს ცემის საქმეში უარყოფს.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
ინციდენტი წყალტუბოში: პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სცემა

„მიხეილ ჯანელიძე იყო ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და მისგან არანაირი მფარველობა არ ყოფილა“, — აღნიშნა მან.

ის, რომ შენგელია ჯანელიძის მამიდაშვილია, პროკურორის მეუღლემ ნათია ბაკურაძემაც დაადასტურა. ის, როგორც ირაკლი შენგელია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მფარველობას კატეგორიულად უარყოფს.

„მიხეილ ჯანელიძეს რომ ემფარველა, ის იყო მისი მკვიდრი მამიდაშვილი, ჩემი ქმარი იქნებოდა ან ქალაქის პროკურორი ან ოლქის პროკურორი ძალიან მაღალ თანამდებობაზე… ყველაფერს თავისით მიაღწია და არ იყო ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც შეეფერებოდა მინისტრის ნათესავს“, — აცხადებს ნათია ბაკურაძე Rustavi2-თან ინტერვიუში.


ყველა ახალი ამბავი
0