„წითელ ხიდზე“ სატვირთომ აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმსხვერპლა

გამოწერა
უბედური შემთხვევის დროს მძღოლი ავტომობილში არ იმყოფებოდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ სატვირთო ავტომობილი დაგორდა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაკავება - Sputnik საქართველო
„წითელ ხიდზე“ არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდა აღკვეთეს

ვარაუდობენ, რომ ავარიის მიზეზი სატვირთოს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო პუნქტზე შემოწმების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, ხელის მუხრუჭის გამოყენება დაავიწყდა. როდესაც მძღოლი აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისთვის საბუთების გადასაცემად სატვირთოდან გადავიდა, ავტომანქანა დაგორდა და მესაზღვრეს დაეჯახა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი უკვე დაკავებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0