თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულმა სასაზღვრო–გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის'' გავლით MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით საზღვარზე არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო გადმოიტანა.
საქონლის საბაჟო ღირებულება 6 725 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“) და ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.