საქართველოში თამბაქოს ნაწარმის უკანონო რეალიზების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშითამბაქოს ნაწარმი
თამბაქოს ნაწარმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითებმა საქართველოში დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა სცადეს, მაგრამ სქემამ არ იმუშავა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიხეილ ლეჟავა დააკავა, ხოლო ირაკლი ნაფეტვარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან უნდა მოეხდინათ თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი, გაიარეს საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც შემდეგ უნდა გადაეკვეთა საქართველო–რუსეთის საზღვარი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ

თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით ბრალდებულებმა ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით ისინი რუსეთის ფედერაციაში გადასვლას გეგმავდნენ დალუქული, ცარიელი ავტომანქანით.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 5-ე ნაწილით დაიწყო, რაც 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ფაქტი მეხუთე შემთხვევაა წლის განმავლობაში, რომელიც თამბაქოს ნაწარმის უკანონო რეალიზებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0