ვარკეთილში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთმა კლინიკა უკვე დატოვა.

სავარაუდოდ, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0