თბილისის Fabrika-მ ორიგინალური დიზაინისთვის ჯილდო მიიღო

© FB / Fabrika თბილისის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika
თბილისის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მულტიფუნქციურმა კულტურულმა ცენტრ Fabrika-მ „ურბანისტული დიზაინის (შენობა)“ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika პრესტიჟული ჯილდო Global Architecture & Design Awards-ის ლაურეატი გახდა, ნათქვამია ცენტრის Facebook-გვერდზე.

ტურისტებისთვის აჭარის ალპურ ზონაში ახალი მარშრუტი შეიქმნა >>

ქართული არტ-ცენტრი „ურბანისტული დიზაინის (შენობა)“ კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა. აღნიშნულ კატეგორიაში Fabrika-ს კონკურენციას მსოფლიოს 747 შენობა უწევდა.

Fabrika, რომელიც 8 000 კვადრატული მეტრის ფართობის ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკაში განთავსდა, თანამედროვე არტ-ცენტრად 2016 წლის 1 ოქტომბერს იქცა. იდეის ავტორები არიან კომპანია Multiverse Architecture-ს არქიტექტორები — დევი ქიტუაშვილი და გოგიტა საყვარელიძე.

მამუკა ბახტაძე რაჭაში დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება

აღსანიშნავია, რომ ქართველმა არქიტექტორებმა გადაწყვიტეს კარდინალურად არ შეცვალონ საბჭოთა ეპოქის სული და წარსულისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო შეუნარჩუნეს, თუმცა შენობა თანამედროვედ აღჭურვეს და მას უნიკალური სტილი შესძინეს.

დღეს ცენტრში ფუნქციონირებს რესტორნები, კაფე-ბარები, ჰოსტელი, სამხატვრო სტუდიები, გალერეები, სამუშაო სივრცეები. იქ ტარდება სემინარები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

დღეს Fabrika მიიჩნევა არამარტო იდეალურ ლოკაციად კულტურული და კრეატიული ინდუსტრიის მოღვაწეებისთვის, არამედ ეს არის გამოცდილების გაზიარების და თანამედროვე ქართველი ხელოვანების განვითარების მოედანი.

„ფაბრიკა“ თბილისისთვის უნიკალური გამოცდილება გახდა კონცეპტუალური, არქიტექტურული, ურბანული და სოციალური პერსპექტივის კუთხით. ეს არის პირველი მსგავსი მცდელობა, რომელმაც დაუყოვნებლივ გავლენა მოახდინა შენობის ტრანსფორმაციაზე და ის არტისტებისა და ჰიპსტერებისათვის პოპულარულ სივრცედ აქცია“, — ნათქვამია პროექტ Rethinking The Future-ს ვებგვერდზე.

Global Architecture & Design Awards-ის ჯილდოები არქიტექტურისა და დიზაინის კუთხით 2014 წლიდან გაიცემა. აღნიშნული პრემია არასამთავრობო ორგანიზაცია Rethinking internet media-ს პროექტ Rethinking The Future-ს ფარგლებში დაწესდა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ქალაქ დელიში მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0