ტურისტებისთვის აჭარის ალპურ ზონაში ახალი მარშრუტი შეიქმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთამარმეფის ხიდი მახუნცეთში
თამარმეფის ხიდი მახუნცეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის —„ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის“  მარკირება მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

მწვანე ტბა აჭარაში - Sputnik საქართველო
მწვანე ტბა: აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

„ეს არის სრულებით ახალი, ალპური ტურისტული მარშრუტი, რომელიც აკავშირებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან. მარშრუტი ქმნის მთიან აჭარაში  ხანგრძლივი მოგზაურობის საინტერესო  და მრავალფეროვან მიმართულებას. ჩვენი მიზანია ბევრმა ადამიანმა იმოგზაუროს ამ მარშრუტზე, რაც ხელს შეუწყობს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მარშრუტის მარკირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახორციელებს. 

სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით  მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. 

„ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი — მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია»-აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარის დროინდელი ხიდი მახუნცეთში - Sputnik საქართველო
თამარ მეფის დროინდელი ხიდი მახუნცეთში - აჭარის ღირსშესანიშნაობა

სულხან ღლონტის განცხადებით, მეტი ტურისტი მთაში ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებულ ადგილობრივს და მეტ შემოსავალს ეკონომიკაში. ეს არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი, რაც მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან პერსპექტიულად ვითარდება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი რომელსაც უკვე აქვს შედეგი და ეს შედეგი ციფრებში 98%-ით გაზრდილ ვიზიტებს გულისხმობს აჭარის მაღალმთიანეთში.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოაწყო საინფორმაციო ტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ყველა ახალი ამბავი
0