მწვანე ტბა: აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

© FB / Tornike Rizhvadzeმწვანე ტბა აჭარაში
მწვანე ტბა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტბასთან ახლოს აშენდება დახურული ამფითეატრი და სპორტული მოედნები

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რიჟვაძე ადგილზე გაეცნო ტბაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. ამ ეტაპზე გოდერძი-მწვანე ტბის უღელტეხილის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სრულდება ორი ლითონის ხიდის მშენებლობა, შენდება ბეტონის საყრდენი კედლები.

გოდერძი - Sputnik საქართველო
კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი 1 აგვისტოს გაიხსნება

„მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით დაწყებულია მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ტბით დაინტერესებული ვიზიტორების უფრო კომფორტულ გადაადგილებას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწვანე ტბის განვითარების მიმართულებით ღონისძიებების შესრულებას“, — აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სად გადაიტანენ ბათუმის აეროპორტს >>

მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომლის თანახმად დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა. მწვანე ტბის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.

მწვანე ტბა ხულოს რაიონში ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 0,05 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მაქსიმალური სიღრმე — 19,4 მეტრს.

 

ყველა ახალი ამბავი
0