თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სოფელ სვენეთთან ცეცხლი გზაზე მოძრავ ავტომანქანას გაუჩნდა, მოგვიანებით კი ხანძარი ახლომდებარე ტყეს მოედო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ჯერ ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.