თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით სამი ათასი წიწილა დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.
ძლიერი ხანძრის გამო საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლოკალიზება დროულად შეძლეს.
ხანძრის შედეგად 600 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.