თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ვენაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ბიბლიოთეკა გაჩნდა, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".
ახალ ბიბლიოთეკას წიგნები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კერესელიძემ გადასცა. ავსტრიის დედაქალაქში იგი ქართველ თანამემამულეებს შეხვდა და მათთან განათლების სფეროში არსებული საკითხები განიხილა.
საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დამყარდა.