ისრაელში წიგნებს ქართულ ენაზე წაიკითხავენ

© Fotolia / Pakhnyushchyyწიგნები მაგიდაზე
წიგნები მაგიდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში უახლოეს მომავალში ქართული ბიბლიოთეკა შეიძლება გაიხსნას

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ისრაელის ხელისუფლება თავის ქვეყანაში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს, იუწყებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წიგნები - Sputnik საქართველო
Telegraph: 100 წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ისრაელის ხელისუფლების გეგმებზე თბილისში ვიზიტის და ბიბლიოთეკაში სტუმრობის დროს ისაუბრა ქნესეთის აპარატის ხელმძღვანელმა იარდენა მილერ-გოროვიცმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონმა იარდენამ სრული მხარდაჭერა აღგვითქვა ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის გახსნის მიმართულებით“, — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ქალბატონმა მელერ–ჰოროვიცმა დაათვალიერა ბიბლიოთეკა, გაეცნო იშვიათ ექსპონატებს, მიმდინარე გამოფენებს, ბიბლიოთეკის შენობის ისტორიას.

იაკობ გოგებაშვილის „იავნანა“ გერმანულ ენაზე გამოიცა >>

ისრაელის პარლამენტის აპარატის უფროსი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფში გაერთიანდა. იარდენა მილერ-გოროვიცმა აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ თბილისში 2017 წელს ისრაელის ბიბლიოთეკა გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0