Telegraph: 100 წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

გამოწერა
აუცილებლად წასაკითხი წიგნების ასეულში პირველ ადგილს ბრიტანელი მწერლის, ჯორჯ ელიოტის „მიდლმარჩი" იკავებს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph-მა დაასახელა აუცილებლად წასაკითხი 100 წიგნი.

Telegraph-ის მიხედვით, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში პირველ ადგილს ბრიტანელი მწერლის, ჯორჯ ელიოტის „მიდლმარჩი" იკავებს.

მეორე ადგილზეა ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის  რომანი „მობი დიკი", სიაში მესამეა რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი რომანით „ანა კარენინა." მეოთხე ადგილს ამერიკელი მწერალი ჰენრი ჯეიმსი იკავებს ნაწარმოებით „ქალბატონის პორტრეტი," ხუთეულშია ასევე  პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი ჯოზეფ კონრადი რომანით „წყვდიადის გული“.

უცხოური ლიტერატურის წიგნების მაღაზია Britannia მოსკოვში - Sputnik საქართველო
„ლიტერა 2018“: პრემიის ფინალისტების სია გამოქვეყნდა

ათეულში შევიდნენ ასევე მარსელ პრუსტი რომანით „დაკარგული დროის ძიებაში“, შარლოტა ბრონტე  „ჯეინ ეარით“, ჯონ მაქსველ კუტზეე რომანით „სირცვხილი“, ვირჯინია ვულფი რომანით „მისის დოლოვეი“ და მიგელ დე სერვანტესი თავისი „დონ კიხოტით“.

აუცილებლად წასაკითხი წიგნების პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება.

11. ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“

12. დანიელ დეფო „რობინზონ კრუზო“

13. ჩარლზ დიკენსი “დევიდ კოპერფილდი“

14. ემილი ბრონტე „ქარიშხლიანი უღელტეხილი“

15. პელემ გრენვილ ვუდჰაუსი „ვუსტერთა გვარის ღირსება“

16.  გრაამ გრინი „ბრაიტონის მთა“

17. თომას ჰარდი „"ტეს დ’ერბერვილი"

18. ივლინ ვო „სენსაცია“

19. ჰერბერტ უელსი „სამყაროთა ომი“

20. ლორენს სტერნი „ცხოვრება და შეხედულებები ტრისტამ შენდისა, ჯენტლმენისა'' 

21. ჯორჯ ორუელი „1984“

22. ედვარდ მორგან ფორსტერი მგზავრობა ინდოეთში“

23. გუსტავ ფლობერი „მადამ ბოვარი“

24. ჯეიმს ჯოისი „ულისე“

25. უილკი კოლინზი „მთვარის სპეკალი“

26. ელიზაბეთ გასკელი „კრენფორდი“

27. მერი შელი „ფრანკენშტაინი“

28. ჰენრი ფილდინგი „ტომ ჯოუნსი“

29. ჟორჟ პერეკი „სიცოცხლე, მოხმარების წესები“

30. იენ მაკიუენი „მონანიება“

ასეული კი  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0