„ლიტერა 2018“: პრემიის ფინალისტების სია გამოქვეყნდა

© photo: Sputnik / Vladimir Viatkin / გადასვლა მედიაბანკშიუცხოური ლიტერატურის წიგნების მაღაზია "Britannia" მოსკოვში
უცხოური ლიტერატურის წიგნების მაღაზია Britannia მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ კვირაში ექვსი კატეგორიის გამარჯვებულები გამოცხადდება

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გამოვლინდა პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „ლიტერა-2018“-ს ფინალისტების ვინაობა, იუწყებიან ორგანიზატორები.

საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები დააჯილდოვა: იცნობდე გმირებს >>

დაჯილდოების ცერემონია 7 ივნისს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება. ექვსი ნომინაციის ფინალისტები კონფიდენციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

ორგანიზატორთა განცხადებით, თითოეული კატეგორიის გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და კონკურსის სიმბოლო — სტატუეტი „ლიტერა“ გადაეცემა.

წელს ხუთ თავდაპირველ ნომინაციას დაემატა „საუკეთესო პროზაული კრებული“.

2018 წლის ფინალისტები:

წლის საუკეთესო რომანი

1. ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“

2. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

3. ლაშა იმედაშვილი, „ზორო“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

4. დავით გაბუნია, „დაშლა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

5. გაგა ნახუცრიშვილი, „ზამთრის ზღვა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

6.  გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

7. ნატო დავითაშვილი „მთვარის შვილობილები“,  ქარჩხაძის გამომცემლობა

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1.ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ლელა სამნიაშვილი, „37“, გამომცემლობა „ინტელექტი“

3.  სოსო  მეშველიანი, "Arboles Altos", გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ გამომცემლობა „ინტელექტი“

5. ნანა გასვიანი, „რაც მზის წინ იყო", გამომცემლობა „ინტელექტი“

6.  პაატა შამუგია, "დედაენა",  გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

7. ალექსანდრე ლორთქიფანიძე,  „მოწითალო და მოშავო“,   გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

1.გელა ჩარკვიანი,  „ნაგერალა 2“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

2.თამთა  მელაშვილი,  „თქმული და უთქმელი ისტორიები — გერმანელები საქართველოში, გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ირაკლი კაკაბაძე, „სიყვარულის დოქტრინა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ნინო ლეჟავა, „კალენდულა და ლურჯი ღილი“, „სოვლაბი“

5. გიორგი კალანდია, „სამი ქართული ამბავი“,  გამომცემლობა „პალიტრა L“

6. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გამომცემლობა „დიოგენე“

7. გიგი ხორნაული,  „ჩემი საწუთრო-სამზეო“,  გამომცემლობა „არტანუჯი“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

1.თეონა დოლენჯაშვილი,  „პერსონალური ქრისტე“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ბექა ქურხული, „სკანდარა და სხვა მოთხრობები“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

3. მაკა ჯოხაძე, „ფიჭვები უდაბნოში“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ნათია როსტიაშვილი, „სუნთქვის შემგროვებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

5. ლადო კილასონია, „სილვერი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

6. ვანო ჩხიკვაძე, „კუტი“,   გამომცემლობა  „გრიფონი“

წლის საუკეთესო დებიუტი

1. ბაკურ გაბუნია, „Vita Brevis“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2.ქეთევან მეფარიძე, „მეზობლად“,  გამომცემლობა „ინტელექტი“

3. გურამ მაცხონაშვილი, „გლდანი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

4. ელის დოჯსონი, „რაფლეზია“, გამომცემლობა „პალიტრა L“

5. შორენა ხუხუა,  „შემოვალ ეტლით“, გამომცემლობა „პალიტრა L“

წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი

1.მაქსიმე მაჩაიძე, ია მახათაძე,  ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

2.რუსლან ბერიძე, მაქს ფრიშის „Homo Faber”,  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

3.ხატია ჩიტორელიძე,  თამარ თანდაშვილის „მატერიკონი“ გამომცემლობა „სიესტა“

4. ნინო ლეჟავა, თორნიკე ლორთქიფანიძე,  „კალენდულა და ლურჯი ღილი“ გამომცემლობა „სოვლაბი“

5. თეონა ჭანიშვილი,  „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში“,  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო.

აღნიშნული პრემია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და წახალისების მიზნით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა.

 

ყველა ახალი ამბავი
0