თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მესტიაში 4 სექტემბერს პირველად შედგება გერმანული ანსამბლ União do Samba-ს შოუ, იუწყებიან ორგანიზატორები.
ბახტაძე: ჩვენ არ ვართ კმაყოფილი კურორტების მზადყოფნის დონით >>
სამსაათიანი კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
União do Samba (უნიაო დო სამბა) — გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია. ორიგინალურ შემადგენლობაში კოლექტივი 80 დრამერსა და 20 მოცეკვავეს ითვლის. ჯგუფი მონაწილეა უამრავი კარნავალის, მათ შორის კობურგის ცნობილი კარნავალის, რომლის სანახავად 200 000-ზე მეტი მაყურებელი მიდის.
მესტიის მოსახლეობა და ტურისტები მოისმენენ სამბა-ბატუკადას, სამბა-რეგის სტილის მუსიკას, თანამედროვე საავტორო კომპოზიციებს, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელმა ულრიჰ ბამერმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ ულრიჰს საკარნავალო შოუების დადგმის ოცწლიანი გამოცდილება გააჩნია.
უნდა ითქვას, რომ União do Samba-ს შოუში მიესალმებიან მაყურებლის მონაწილეობა და ცეკვაში ჩართვა.