ვინ დაიჭირა ელტონ ჯონისგან ნასროლი ჯოხი კონცერტზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მსმენელის წინაშე ელტონ ჯონმა შეასრულა ძველ ჰიტები და ბოლო სტუდიური ალბომი Wonderful Crazy Night-იდან კომპოზიციები.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik.  საქართველოში ცნობილი ბრიტანელი პოპ–მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტზე, რომელიც შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ერთ–ერთმა ბედნიერმა მსმენელმა საღამოს ფინალში ჯგუფის დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხი დაიჭირა, რომელიც ვარსკვლავმა დარბაზში ისროლა.

ბედნიერი მსმენელი თბილისელი გოგონა, პროგრამისტი თეონა ოდიშარია აღმოჩნდა, რომელიც ელტონ ჯონის დიდი გულშემატკივარია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი თეონას ცხოვრებაში პირველი არაა. 

 „Scorpions–ის კონცერტზეც დავიჭირე ჯოხი. ახლა კი  თავად ელტონ ჯონის ხელიდან ნასროლი დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხი… რა უნდა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ“, –განაცხადა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან.

ქართველი პუბლიკის წინაშე ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგა.  სცენაზე მუსიკოსმა შეასრულა  ძველ ჰიტები და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციები. ბისზე კი ლეგენდარული Candle in the Wind შეასრულა. 

მსოფლიო ვარსკვლავის მეორე კონცერტი Black Sea Arena–ზე დღეს, 1 ივლისს გაიმართება. კონცერტები სამთავრობო პროექტ  Chеck in Georgia–ს ფარგლებში ტარდება.

შეგახსენებთ, მგზავრების თხოვნით „შაქართველოს რკინიგზამ“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით  „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი 14:10 საათზე გავა და შეკვეთილში 18:30 საათზე იქნება. კონცერტის შემდეგ კი მატარებელი თბილისისკენ 00:15 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0