აკაკი ზოიძე მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

© photo: Sputnikპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანა ადამიანის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მარიხუანის მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული, მიაჩნია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმაც გააუქმა. ასე რომ, საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

Марихуана - Sputnik საქართველო
HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

„ჩემი ინიციატივა იქნება – 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანის მოწევა და არა 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება, და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განუცხადა აკაკი ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. 

აკაკი ზოიძის განცხადებით, გარდა ამისა, უნდა დაწესდეს გარკვეული აკრძალვები მარიხუანის საჯარო ადგილებში მოწევაზე, სადაც მეორე პირს შესაძლოა ზიანი მიადგეს. აკრძალვები ასევე უნდა დაწესდეს კონკრეტული პროფესიების მიმართ, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და სადაც აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია, მაგალითად, ექიმები, მძღოლები და ა.შ. 

ზოიძის თქმით, არსებული რისკების შესახებ მომავალმა თაობამ ნათელი მესიჯები უნდა მიიღოს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში თანხები უნდა ჩაიდოს. 

ჯანდაცვის კომიტეტი ამ მოთხოვნას სექტემბერში, ბიუჯეტის განხილვის დროს დააყენებს.

მარიხუანის სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შსს-ს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებისგან საზოგადოების დაცვის გაკონტროლება დაავალა, რომლის საფუძველზეც საქართველოში მარიხუანის გამოყენებაზე სასჯელი გაუქმდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეების, განსაკუთრებით მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი. 

ხოლო იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების წარმომადგენლებმა პარლამენტის აქტიური ჩართულობით უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის პროგრამები, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაცია–მკურნალობა.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ქირურგი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ - სერგეენკოს კოშმარული სიზმარი

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის 74% გამოდის, მომხრე კი 18%-ია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორეც, რომელმაც თავის საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ საქართველოში ნარკოტიკების გამოყენების ლეგალიზაცია ერის მტრობაა.

ყველა ახალი ამბავი
0