ხევსურეთში დღესასწაული „შატილობა-2018“ აღნიშნეს

© FB / Mamuka Bakhtadze„შატილობა-2018“
„შატილობა-2018“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე თვეში დაიწყება დაფინასების სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას შეძლებს

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული „შატილობა-2018“ მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მეთაურმა შატილის მოსახლეობას განსაკუთრებული გამძლეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მთის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ესაუბრა.

„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას, იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს“, — განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, შატილი საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრების დარაჯი. თითოეული ქართველი ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით.

რაჭა - Sputnik საქართველო
რაჭა ევროპის კურორტებს კონკურენციას გაუწევს

„ჩვენ დავიწყეთ შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელსაც მოხდა ერთი კოშკის რეაბილიტაცია და უკვე გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა კიდევ ერთი უნიკალური ძეგლის — მუცოს შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მუცოს მდგრადი განვითარებისა და რეაბილიტაციის ხუთწლიანი გეგმა არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობდეს ისე, რომ თითოეული დეტალი და ნიუანსი შევინარჩუნოთ, ჩანდეს ჩვენი სიამაყის — ამ ძეგლების თავდაპირველი სახე“, — აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფად ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და გამოხატა რწმენა იმისა, რომ ეს პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე. 

ბახტაძემ შეახსენა, რომ რამდენიმე თვეში დაიწყება დაფინანსების სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას თავის ოჯახებში, რომელიც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს, ხოლო საქართველოს — დამატებით ტურისტებს.

შატილში მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში, რადგან ზამთარში გზებზე დიდი თოვლის გამო გზები გადაკეტილია. ხევსურეთი ჩეჩნეთს ესაზღვრება.

შატილს გააჩნია სახლების უნიკალური არქიტექტურა და თავდაცვითი კოშკების კომპლექსი. ეს დასახლებაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდში შეტანის კანდიდატია.


ყველა ახალი ამბავი
0