პოლიციამ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოწერა
ბრალდებულმა მანქანიდან დანაშაულის დაფარვის მიზნით კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკი გადააგდო

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

წარსულში ნასამართლევი გ.თ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

„პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს („დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა“), რაც 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0