ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

გამოწერა
სამართალდამცველებმა ორ შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბანში 40 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია ბაქოში - Sputnik საქართველო
საქართველოს ირანიდან ნარკოტრაფიკი ემუქრება – რაზე ისაუბრეს მინისტრებმა ბაქოში

ბრალდებული პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0