ბექა ღვინიაშვილი ევროპის თასის მფლობელი გახდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი
ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, 20-27 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში საქართველოს ღირსებას ბექა ღვინიაშვილი (-90) დაიცავს

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სლოვაკეთის დედაქალაქ  ბრატისლავაში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე მამაკაცებს შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვინაიდან ევროპის თასი ორივე სპორტსმენისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ორივე მათგანმა ფინალამდე სრული უპირატესობებით მიაღწია.

ძიუდოისტი თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს - Sputnik საქართველო
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა რუს რომან დონცოვს მოუგო, ბექა ღვინიაშვილმა კი კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასს.

ფინალში ღვინიაშვილმა ჭრიკიშვილს ვაზარით აჯობა და 1:0 გაიმარჯვა.

საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციას (IJF) უკვე წარუდგინა სპორტსმენების სია, რომლებიც 20-27 სექტემბერს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას წარმოდგენილი სიის შეცვლის უფლება აქვს. სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება გიორგი პაპუნაშვილს (-90 კგ). მის ადგილზე პრეტენზიას აცხადებდნენ უფრო გამოცდილი ძიუდოისტები — ავთო ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი. ბრატისლავაში ღვინიაშვილის დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ფედერაცია, შესაძლოა, საბოლოო არჩევანს გააკეთებს და მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში ბექა ღვინიაშვილს მიავლენს.


ყველა ახალი ამბავი
0