თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციას (IJF) წარუდგინა სპორტსმენების სია, რომლებიც 20-27 სექტემბერს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველო მსოფლიო პირველობაზე წარმოდგენილი იქნება 10 ძიუდოისტით — ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებიდან ძიუდოისტთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება. IJF-ს რეგლამენტის თანახმად, ორ წონით კატეგორიაში (ადგილობრივი ფედერაციის ასარჩევია) ორი სპორტსმენი უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 60 კგ-მდე და 90 კგ-მდე წონითი კატეგორიები.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:
მამაკაცები:
(-60 კგ) – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
(-66 კგ) – ვაჟა მარგველაშვილი
(-73 კგ) – ლაშა შავდათუაშვილი
(-81 კგ) – ზებედა რეხვიაშვილი
(-90 კგ) – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
(-100 კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი
(+100 კგ) – გურამ თუშიშვილი.
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ზაგრების ტურნირზე >>
ქალები:
(-52 კგ) – მარიამ ჯავახიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას წარმოდგენილი სიის შეცვლის უფლება აქვს. სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება გიორგი პაპუნაშვილს (-90 კგ). მის ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ უფრო გამოცდილი ძიუდოისტები — ავთო ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი. შესაძლოა, საბოლოო არჩევანს ფედერაცია გააკეთებს 2 სექტემბერს ბრატისლავაში გამართული შეჯიბრებების შემდეგ, სადაც ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი იასპარეზებენ.
ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებებში საქართველოს ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს.