ბუდაპეშტის გრან-პრის მეორე დღეს საქართველო მედლების გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Denis Aslanovზებედა რეხვიაშვილი (თეთრ კიმონოში)
ზებედა რეხვიაშვილი (თეთრ კიმონოში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიუდოისტებმა ფრიდონ გიგანმა და ზებედა რეხვიაშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე საქართველოს მედლები ვერ მოუტანეს

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტები ბუდაპეშტის გრან-პრიზე შეჯიბრების მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ.

ქართველმა ძიუდოისტმა უნგრეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა >>

ფრიდონ გიგანი 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლაში იაპონელ მასაში ებინუმთან დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ზაგრების ტურნირზე

გიგანის თანაგუნდელმა — ზებედა რეხვიაშვილმა, რომელმაც 81 კგ კატეგორიაში იასპარეზა, რუმინელ ელემერ ჯოქს ტურნირში პირველი ბრძოლა მოუგო. თუმცა, მეორე რაუნდში ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვთან წააგო.

ტურნირის დასკვნით დღეს, 12 აგვისტოს, ძიუდოისტები სამ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: —90, —100 და +100 კგ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარადგენენ: უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ); ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე (-100 კგ); ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

ბუდაპეშტის გრან-პრის პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილმა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0