ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ზაგრების ტურნირზე

© AFP 2024 / Wojtek Radwanskiქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ზაგრებში „დიდი პრიზის“ ტურნირზე ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები, ხოლო ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

შეჯიბრების დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გათამაშების ფინალში მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, კუბელი ეშლი გონსალესი დაამარცხა.

მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის პაექრობა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს იპონით მოუგო.

100 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს 2,41 წამში შებოჭვით სძლია.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.


ყველა ახალი ამბავი
0