აგარასთან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრები მსუბუქად არიან დაშავებულები

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსს გზა გადაუჭრა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ავარია ახმეტაში - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მგზავრები მსუბუქად არიან დაშავებულები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადის სამ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0