ავარია ახმეტაში - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

გამოწერა
დაშავებულებს, რომლებსაც ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებათ, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია სოფელ ალავერდთან მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და MITSUBISHI-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ბაკურიანში – მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ადგილზე მობილიზებულები იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0