I-VI კლასების მოსწავლეების წიგნების წონა საგრძნობლად შემცირდა

© Depositphotos.com / ArturVerkhovetskiyმოსწავლეები სკოლაში
მოსწავლეები სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik.  ახალი სასწავლო წლისთვის I- VI კლასის ჩათვლით მოსწავლეების წიგნების წონა შემცირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

 I-V კლასის ჩათვლით მოსწავლეების წიგნების წონა განახევრდა. ერთი სახელმძღვანელოს წონა  დაახლოებით 400 გრამამდე იყო, წელს კი 200 გრამამდე შემცირდა.

რაც შეეხება V-VI კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი, წიგნის საშუალო წონა 250 გრამია.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა.

სკოლა ახალი სასწავლო წელი - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებენ

სახელმძღვანელოების გრიფირების შემდეგ, I-VI კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოები რამდენიმე საგანში ორ და სამ ნაწილად გაიყო.

სკოლის ზურგჩანთების შემსუბუქების ინიციატივა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წამოაყენა. როგორც მაშინ მინისტრი აცხადებდა, მიმდინარეობდა კონსულტაციები კომპანია Microsoft-თან ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნის თაობაზე. ჯეჯელავა თვლიდა, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ქაღალდის წიგნის ალტერნატივა ელექტრონული წიგნის სახით.

ყველა ახალი ამბავი
0