იოჰანეს ჰანი საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლას გახსნის

© AFP 2024 / THIERRY CHARLIER ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში გაიხსნება

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი საქართველოს 3-4 სექტემბერს ეწვევა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლას გახსნის, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპა საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს >>

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

„აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის  უპრეცედენტო პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი  განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ  სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ  ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა

მოსწავლეებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნიდან კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე 30 მოსწავლე შეირჩა.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე განთავსდება კერძო „ახალი სკოლის" ბაზაზე. ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება 2006 წელს დაიწყო. ეს ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა. პროგრამა მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ექვს ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.


ყველა ახალი ამბავი
0