ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ბიომეტრიული პასპორტი
საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის მაძიებლებს ქართული პასპორტის მიღება გაუჭირდებათ

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა საგრძნობლად გართულდა — შესაბამისი შესწორებები შევიდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში.

საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა შემოიღეს >>

ქართული პასპორტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქის მეუღლემ ქვეყანაში ორი წლის ნაცვლად არანაკლებ ხუთი წლისა უნდა იცხოვროს.

ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მაძიებლებისთვის საქართველოში სავალდებულო ცხოვრების ვადა მინიმუმ 10 წლამდე გაიზარდა (5 წლის ნაცვლად).

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

გამკაცრებულია გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების წესები. მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს, თუ მაძიებელი საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ან მისი წინაპრები ან ის თვითონ წარმოშობით საქართველოდანაა.

მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის სახით შეუძლია იმასაც, ვინსაც საქართველოში ინვესტიციები აქვთ გაკეთებული ან ამის გაკეთებას გეგმავს ან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ქართული პასპორტის მიღების შანსი აქვთ წარმატებულ მხატვრების, სპორტსმენებს, მეცნიერებს, რომელთაც სურთ საქართველოს სახელით მოღვაწეობა.

გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში უცხოელს აღარ სჭირდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა.

მოქალაქეობის მიღების კრიტერიუმები ყველა შემთხვევაში განსხვავებულია, მაგრამ არსებობს ორი პირობა, რომელსაც ყველა მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს — ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა.

საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს >>

საქართველოში მოქალაქეობის მიღების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან მოქალაქეობის აღდგენის წესით.

დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 59 ქვეყანაში გამგზავრება შეუძლია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.


ყველა ახალი ამბავი
0