საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლების ნებართვის გაცემის წესების შეცვლასთან დაკავშირებით დაბალნსებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ცხოვრების უფლების მიღების წესების გამკაცრების შესახებ უცხოელებისთვის, რომელთაც ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობა არა აქვთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კანონში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" შესწორებების ავტორი არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" გოჩა ენუქიძე და ილია წულაია.

ქართული საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა რეალობა გახდება

„საკითხი წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული, ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოში, 2017 წლის მონაცემებით, 83 ათასი მიგრანტი იმყოფება. მათგან უმეტესობა მამაკაცია.

ქართული მოქალაქეობა მიგრანტებიდან აქვს 48 ათასზე მეტ ადამიანს. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, მიგრამტებს შორის ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები (9,7 ათასი) და თურქეთის მოქალაქეები (4,4 ათასი).

ყველაზე მეტი მიგრანტი საქართველოში 25-29 წლისაა.

ყველა ახალი ამბავი
0