ახალი რეკორდისკენ: ელბაქიძე ხელების გარეშე 21 კილომეტრს გაცურავს

© Sputnik / Levan Avlabreliბეგლარ ელბაქიძე
ბეგლარ ელბაქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეკორდსმენი 21 კილომეტრის გადალახვას 10-11 საათში აპირებს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ბათუმობა-2018“-ის საზეიმო პროგრამის ფარგლებში აჭარაში გაიმართება ბეგლარ ელბაქიძის სახელობის მესამე მსოფლიო საზღვაო-რეკორდული მარათონი, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

წელს ბათუმელები ქალაქის 130-ე წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღეს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო საზღვაო-რეკორდული მარათონი.

57 წლის ქართველო ინჟინერ-მშენებელი ბეგლარ ელბაქიძე მსოფლიოს რეკორდს ამყარებს - Sputnik საქართველო
რეკორდი მოხსნილია: ბეგლარ ელბაქიძემ ხელების გარეშე 10,5 კილომეტრი გაცურა

58 წლის ბეგლარ ელბაქიძე არის მუსიკოსი, ოსტატი ცურვაში ძველქართული სტილით — „ზეზელა", ანუ ხელების დახმარების, გაჩერების და სპეციალური კოსტიუმების გარეშე.

მარათონზე ელბაქიძე 14 ოლიმპიურ დისტანციას გადალახავს (14х1500=21000 მეტრს), ანუ 21 კილომეტრს 10-11 საათში, ბათუმის შუქურიდან ქობულეთის სტადიონამდე.

მსაჯების კომისიაში არიან: საზღვაო ექსპერტი დურსუნ ცინცაძე, გეოგრაფი ნინო ბერიძე, მოჭიდავე, აჭარის სპორტული ცენტრის მთავარი მენეჯერი ვახტანგ ბლაგიძე, გეოფიზიკოსი შუქრი თავართქილაძე, მეზღვაური, მძლეოსანი, ფეხბურთელი, გინესისა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი გოდერძი მახარაძე, გეოგრაფი ქეთევან მგალობლიშვილი; მოცურავე, სპორტის ოსტატი თავისუფალი სტილით ცურვაში ლევან საგინაძე.

2007 წელს ბეგლარ ელბაქიძემ ხელების დახმარების გარეშე თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრი გაცურა. ეს დისტანცია მან 3 საათსა და 28 წუთში, ლასტებისა და სპეციალური კოსტიუმის გარეშე, ხელაწეულმა გადაცურა. ერთხ ხელში მას მობილური ტელეფონი, მეორეში — საქართველოს დროშა ეკავა. 2017 წელს მან გააუმჯობესა ეს შედეგი და შავ ზღვაში 10,5 კმ 5 საათსა და 25 წუთში გაცურა. ახალი რეკორდის დამყარებას 58 წლის მოცურავე ათ საათში გეგმავს.


ყველა ახალი ამბავი
0