თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ინჟინერ-მშენებელმა, 57 წლის ბეგლარ ელბაქიძემ 10,5 კილომეტრის დისტანცია ძველქართული სტილით, ანუ ხელების დახმარების გარეშე 5 საათსა და 25 წუთში გადალახა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi2).
ელბაქიძე შევიდა წყალში ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და გამოვიდა ანბანის კოშკთან. ერთ ხელში მას ტურიზმის დეპარტამენტის ლოგო, მეორეში — საქართველოს დროშა ეჭირა. თავდაპირველად დისტანციის გადაცურვას ელბაქიძე 5 საათში გეგმავდა.
„ბოლოს ფეხი გამენასკვა და ეს იყო პრობლემა, რის გამოც დავაგვიანე. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო. ყოველ ათ წელიწადში ჩემ რეკორდს ვამატებ. 57 წლის გავხვდი და ორი კილომეტრი დავამატე, როდესაც 67 წლის გავხვდები, კიდევ ხუთ კილომეტრს დავამატებ", — განუცხადა მან ჟურნალისტებს გაცურვის შემდეგ.
2007 წელს ბეგლარ ელბაქიძემ ხელების დახმარების გარეშე თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრი გაცურა. ეს დისტანცია მან 3 საათსა და 28 წუთში, ლასტებისა და სპეციალური კოსტიუმის გარეშე, ხელაწეულმა გადაცურა. ერთხ ხელში მას მობილური ტელეფონი, მეორეში — საქართველოს დროშა ეკავა.