რაში სჭირდება პარლამენტს 150 დეპუტატი - საქართველო რეფერენდუმის ზღვარზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის 150-დან 100-მდე შემცირებას მოითხოვს

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ მიმართა ცესკოს რეფერენდუმის დანიშვნის მიზნით, რომელზეც პარლამენტის დეპუტატთა ამჟამინდელი რაოდენობის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყდეს.

ვინ აკეთებს საქმეს და ვინ — „ახალტურებს" საქართველოს პარლამენტში >>

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი ცესკოში უკვე შევიდა. გადაწყვეტილება ხუთ დღეში უნდა მიიღონ.

„დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი საინიციატივო ჯგუფის და შეკითხვის რეგისტრაციის მოთხოვნით. შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერს: „ეთანხმებით თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას და დეპუტატთა რაოდენობის 100 ადამიანად განსაზღვრას“. რეფერენდუმი 2019 ან 2020 წელს უნდა შედგეს“, — განუცხადა ტუსკაძემ „Sputnik-საქართველოს“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის - Sputnik საქართველო
„შატალისტ“ დეპუტატებს სანქციები ემუქრება

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში მას 200 000 ხელმოწერის შეგროვება მოუწევს. მხოლოდ ამის შემდეგ ცესკოში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი დადგება.

„კვლევებმა აჩვენეს, რომ საშუალოდ დეპუტატთა 15% საერთოდ არ ესწრება სხდომებს, ანუ ოთხი წლის განმავლობაში 4-5-ჯერ იყვნენ. დეპუტატთა დაახლოებით 25%-ს არცერთი კანონპროექტის დაწერაში არ მიუღია მონაწილეობა. ხოლო 45%-ს თავისი საქმიანობის პერიოდში არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია“, — განაცხადა ტუსკაძემ.

კიდევ ერთ არგუმენტად უფლებადამცველმა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა მოიყვანა.

„ევროპის ქვეყნებში დეპუტატთა რაოდენობა 100, 105, 110-ს შეადგენს. მაგალითად, ბოსნიის პარლამენტში 57 დეპუტატია, ხორვატიის — 101“, — აღნიშნა ტუსკაძემ.

გარდა ამისა, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ დეპუტატთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც სოციალურ საჭიროებაზე შეიძლება მოხმარდეს.

ბახტაძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის მთავრობა დადგენილებას მიიღებს >>

ივლისში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" მეცხრე მოწვევის პარლამენტის ცალკეული დეპუტატების მუშაობის ანალიზი წარმოადგინა. კვლევა 2016 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყების პირველი წელს დაფიქსირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის დაახლოებით ორი ათასი შემთხვევა. აქედან 68% — ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად მიიჩნევა ავადმყოფობა, მივლინება ან ოჯახური გარემოება. თუ დეპუტატი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთზე მეტ პლენარულ სხდომას გააცდენს, სხდომის ყოველ მომდევნო გაცდენაზე მან ჯარიმის სახით ხელფასის 10% უნდა გადაიხადოს.


ყველა ახალი ამბავი
0