„შატალისტ“ დეპუტატებს სანქციები ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის სხდომების გაცდენა დეპუტატების ხელფასებზე შეიძლება სერიოზულად აისახოს

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ნოემბერში საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც პლენარულ სხდომებს აცდენენ, სანქციები ამოქმედდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ხუთშაბათს 12:00 საათზე დანიშნული პლენარული სხდომა საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა. შედეგად რეგისტრაცია მხოლოდ 87-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ, როდესაც პარლამენტში სულ 150 დეპუტატია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომაზე არც ერთხელ დანიშნულ დროს არ დაწყებულა. სხდომას სულ მცირე ერთი საათის დაგვიანებით ვიწყებთ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამას არანაირი სანქციები არ უშველის. ეს ალბათ მენტალობისა და შეგნების ამბავია… ეს ხალხი ვინც ასე აგვიანებს, შეურაცხყოფას აყენებს კოლეგებსა და უპატივცემულობას გამოხატავს მათ მიმართ”, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
ლარის კურსივით სწრაფად ცვალებადი საქართველოს კონსტიტუცია

ამის საპასუხოდ  ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომების გაცდენას მიუღებელია პრაქტიკა უწოდა.

„ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს”, — განაცხადა კობახიძემ. 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, მივლინება ან ოჯახური გარემოება. თუ პარლამენტის დეპუტატი არასაპატიო მიზეზით თვეში ერთზე მეტ პლენარულ სხდომას გააცდენს, მაშინ ყოველ მომდევნო გაცდენაზე ხელფსის 10%-ის გადახდა მოუწევს.


ყველა ახალი ამბავი
0