შაბათს ბათუმში ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე
ავტობუსი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმობის დღესასწაულზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1 სექტემბერს, ახალი, ლურჯი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმის ქუჩებში 15 ახალი, ლურჯი ავტობუსი პირველად „ბათუმობა-2018“-ზე გამოჩნდება.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს

დღესასწაულის დროს ბოტანიკურ ბაღში დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დამთვალიერებელთა შესვლა უფასოა.

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 08:00-დან 19:00 საათამდე გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე. ამ დღეს  09:00-დან 12:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველასა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

08:00-დან 19:00 საათამდე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ქუთაისის ქუჩაზე, კოსტავასა და ჟორდანიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

წელს ბათუმელები ბათუმის ქალაქად გამოცხადების 130 წლის იუბილეს ზეიმობენ, ამიტომ პროექტის ავტორების — ბათუმის მერიის თანამშრომლების ჩანაფიქრით ღონისძიების სტუმრები XIX საუკუნის გაცოცხლებულ ქალაქში აღმოჩნდებიან.

„თბილისობა“ ნიუ-იორკში, ანუ ქართული ფარიკაობა, ფელამუში და ჩურჩხელა Wolfe's pond park-ში >>

ქალაქში გაჩნდება იმ დროისთვის დამახასიათებელი აბრები, აფიშები და სხვა მორთულობა, რომლის გაფორმებაზეც რეჟისორი ოთარ ქათამაძე მუშაობდა, ჩატარდება დევიზით „იმოგზაურე დროში".

„ბათუმობა 2018"-ის ღონისძიებები ბათუმის ისტორიულ ნაწილში — ძველ ბათუმში გაიმართება. კერძოდ, ზვიად გამსახურდიას, ვახტანგ გორგასლის, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე.

თბილისობა მინსკში - Sputnik საქართველო
მინსკი „თბილისობა-2018“-სთვის ემზადება

სწორედ ამ ლოკაციებზე 14:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაგეგმილია გრანდიოზული თეატრალური წარმოდგენები, კოსტიუმირებული მსვლელობები, კონცერტები, ასევე გამოფენები, ბაზრობები და ა.შ.

დღესასწაული 20:00 საათზე პიაცას მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გამართული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.

გარდა ამისა, „ბათუმობა 2018"-ის ფარგლებში „საპატიო ბათუმელის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. წელს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით ათიდან სამ კანდიდატს შეარჩევს.


ყველა ახალი ამბავი
0