ბათუმში ქალის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 33 წლის ქალს უცნობი პირი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ლიფტში 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ლიფტში მომხდარი ქალის დაჭრის ფაქტი გახსნეს

შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე წლის 27 მაისს მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 33 წლის ქალს უცნობი პირი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.ჩ. ბათუმში, ერთი-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში დააკავეს. 

26 წლის მამაკაცს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი — იგი ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს.


ყველა ახალი ამბავი
0