სამართალდამცველებმა ლიფტში მომხდარი ქალის დაჭრის ფაქტი გახსნეს

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 26 წლის  მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შემთხვევა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. 

დაკავებულმა 33 წლის ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

დაჭრილი საავადმყოფოში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით ქალი ლიფტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა გ.ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0