ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

© FB / Zurab Pataradzeსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბათუმში
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფომში მიყვანამდე დაჭრილი ქალი კონტაქტური იყო

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალი ლიფტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თავდასხმა მოზარდზე: აზერბაიჯანის მოქალაქემ თბილისელ მოზარდს ლიფტში თვალები დაუზიანა

ინციდენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება. 

„ქალს რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. ჩვენმა ბრიგადამ იგი კლინიკა „ბაოში” გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფომდე დაჭრილი კონტაქტური იყო”, — განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.


ყველა ახალი ამბავი
0