ხანძარი ბათუმში – დამწვარია ბინა და სხვენის გადახურვა

გამოწერა
ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 110 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

Пожарная машина 112 - Sputnik საქართველო
მარნეულში ხანძრის შედეგად 57 წლის მამაკაცი დაშავდა

შემთხვევა გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაზე დღეს მოხდა.

„დაიწვა 70 კვადრატული მეტრი ფართობი სხვენის გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული 40 კვადრატული მეტრი ოთახი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით („ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ნივთის დაზიანება ან განადგურება"), რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0